ავტოსაგზაო შემთხვევა- ერთი დაღუპული და ორი დაშავებული


ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის ცენტრალურ მაგისტრალზე. \"ჟიგულის\" მარკის ავტომობილი, რომელიც \"ტაქსი\"-ს ნიშნით გადაადგილდებოდა, „ფორცვაგენ ვენტოს\" შეეჯახა. დაზარალებულები რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. სტაბილურია \"ვენტოს\" მძღოლის და ტაქსში მჯდარი ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. გამოძიებას საპატრულო პოლიცია აწარმოებს.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1y60jt4

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან