დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა


პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაშავებული ყველა მოქალაქე, კავკასიის მედიცინის ცენტრიდან უკვე გაწერეს. რაც შეეხება კიდევ ორ მოქალაქეს, რომლებიც ბოკერიას სახელობის საავადმყოფოში შეიყვანეს, ისინი კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში, ნევროლოგიურ განყოფილებაში რჩებიან.

ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. მედიკოსების ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებულ პირებს ძირითადი დაზიანებები თავის არეში აქვთ მიყენებული. გუშინ პარლამენტთან დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე, ასევე, ოთხი სამართალდამცველი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან